loader

პლანეტის ყველაზე მსუქანმა მამაკაცმა 304 კგ დაიკლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პლანეტის ყველაზე მსუქანმა მამაკაცმა 304 კგ დაიკლო

52 წლის ინგლისელი პოლ მეისონი 4 წლის წინ 444 კილოგრამს იწონიდა. მაშინ პოლს "პლანეტის ყველაზე მსუქანი ადამიანის" სტატუსი ჰქონდა. სწრაფი კვების საჭმელზე დამოკიდებულებამ მამაკაცი კატასტროფამდე მიიყვანა - იმის გამო, რომ გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა, პოლმა სამსახურს თავი დაანება და დღეებს სახლიდან გაუსვლელად, საწოლში ატარებდა.

მეისონი დღეში 20 ათას კალორიას იღებდა და ექიმების რჩევებს ყურადღებას არ აქცევდა. "საჭმელი მაკონტროლებდა, სხვა არაფერზე შემეძლო ფიქრი", - იხსენებს პოლი მძიმე წარსულს.

სოციალური სამსახური ნახევარი წლის განმავლობაში ეძებდა პოლისთვის სპეციალურ სახლს, რომელსაც ფართო ფანჯრები და კარები ექნებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი საწოლიანად გამოყვანა შეძლებოდათ სახლიდან. რამდენიმე თვეც და მეისონის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ექიმებმა კუჭის ბანდაჟირების ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც პოლმა 304 კილოგრამი დაიკლო.

მეისონის ისტორია აქ არ სრულდება. წონაში დაკლების შემდეგ, 52 წლის ასაკში პოლმა ცხოვრების სიყვარული იპოვა. "ფეისბუქით" გაცნობილი ამერიკელი რებეკა მაუნთაინი მას ჯერ არ უნახავს, თუმცა ის მალე ჩააკითხავს საყვარელ მამაკაცს ინგლისში და წყვილი დაქორწინებასაც გეგმავს.