loader

ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურა ჩამოხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურა ჩამოხსნეს

12 ოქტომბერს პოლონელმა ხელოვანმა ჯერზი სზუმზიკიმ ქალაქ გდანსკში ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურა დაამონტაჟა. ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სამხატვრო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი მალევე დააპატიმრეს სკანდალური ნამუშევრისთვის. ქალაქის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სკულპტურა, სადაც გაუპატიურების სცენაა ასახული.

ახლახან კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია აღნიშნული სკულპტურის დემონტაჟის კადრები.

ჯერზი სზუმზიკის განმარტებით, ქანდაკებაზე მუშაობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 1944-45 წლებში ქალებზე ძალადობის საგანგაშო შედეგების შესახებ შეიტყო. სკულპტურა ასეთი შინაარსისაა - საბჭოთა ჯარისკაცი ფეხმძიმე ქალს აუპატიურებს. მოძალადე მსხვერპლს თმაში ძლიერად ჩასჭიდებია და დაშინების მიზნით მის სახეზე პისტოლეტი აქვს მიბჯენილი. ნამუშევარს Komm Frau ("ქალო, აქ მოდი") ჰქვია.