loader

"სიჩუმის რესტორანი", სადაც ჭამის დროს ლაპარაკი იკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიჩუმის რესტორანი", სადაც ჭამის დროს ლაპარაკი იკრძალება

თუ დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას გადაწყვეტთ, მსგავს რესტორანს არ უნდა მიაკითხოთ...

ნიუ იორკში, გრინ პოინტის რაიონში მდებარე რესტორანი, რომელსაც უბრალოდ "ჭამა" ჰქვია, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა შიგნით შესული კლიენტი მაინც იგრძნობს რაღაც განსხვავებულს - აქ სრული სიჩუმეა, ყოველ შემთხვევაში, ჭამის დროს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კლიენტები ერთმანეთთან კომუნიკაციას თვალებით და ჟესტებით ამყარებენ.

რესტორნის პატრონი ამბობს, რომ სიჩუმე ადამიანებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეიგრძნონ კერძის გემო და მხოლოდ საჭმელზე იყვნენ კონცენტრირებულნი. თუმცა ჭამის დასრულების შემდეგ ლაპარაკი და ერთმანეთისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება ყველას შეუძლია.