loader

გერმანიაში ნაცისტების მიერ მიტაცებული 1500 ტილო იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში ნაცისტების მიერ მიტაცებული 1500 ტილო იპოვეს

მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მიტაცებულ 1500 ტილოს მიაგნეს. ნამუშევრებს შორის პიკასოს და მატისის ნახატებიცაა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

სურათების საერთო ღირებულება, დაახლოებით, 1 მლრდ ევროა. ნამუშევრები კოლექციონერის შვილის ბინაში აღმოაჩინეს. კოლექციონერმა ნახატები 1930-50 წლებში შეიძინა.

მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს ნაცისტები ხელოვნების ნიმუშებს ხშირად ითვისებდნენ. ისინი ებრაელების კუთვნილი სურათების ან ხელოვნების სხვა ნიმუშების კონფისკაციას ახდენდნენ ან აიძულებდნენ, ნამუშევრები დაბალ ფასში გაეყიდათ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე