loader

"ჯოჯოხეთზე უარესი" - სუპერტაიფუნს ფილიპინებში 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯოჯოხეთზე უარესი" - სუპერტაიფუნს ფილიპინებში 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინები საკვების, თავშესაფრის და ელექტროენერგიის გარეშე და უკვე 10 ათასზე მეტი დაღუპული - ეს დამანგრეველი ტაიფუნის, "ჰაიანის" სამი დღის შედეგებია. სტიქია უკვე შეაფასეს სუპერტაიფუნად, რადგან მსოფლიოს მსგავსი მასშტაბის ტაიფუნი ჯერ არ უნახავს.

ქვეყნის მასშტაბით, ასეულათასობით ადამიანია ევაკუირებული. სინოპტიკოსთა განცხადებით, ქარის სიჩქარემ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 300 კმ/სთ-ს მიაღწია, ამ დროისთვის კი შედარებით იკლო და 185 კილომეტრი საათშია.

დაზარალებულები ამაოდ ითხოვენ დახმარებას, ქვეყნის ხელისუფლება მინიმალურს ვერ აკეთებს. ამიტომ ადგილობრივებს საერთაშორისო დახმარების იმედიღა რჩებათ. "ეს ჯოჯოხეთზე უარესია. დღეს გვჭირდება დახმარება, არა ხვალ და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ, დააჩქაროს პროცესი" - ამბობს მაგინა ფერნანდესი, რომელმაც სტიქიის შედეგად სახლი და ბიზნესი დაკარგა.