loader

საბერძნეთის ტელევიზია დახურვის შემდეგ ქუჩიდან მაუწყებლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთის ტელევიზია დახურვის შემდეგ ქუჩიდან მაუწყებლობს

საბერძნეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERT-ის დახურვა ჟურნალისტებმა ორიგინალური ხერხით გააპროტესტეს. პოლიციელებმა ჟურნალისტები ოფისიდან გამოყარეს, მთავრობამ კი ტელეკომპანია დახურა, თუმცა ბერძენმა მაყურებელმა თოქ-შოუ ტრადიციულ დროს მაინც იხილა.

დათხოვნილი ჟურნალისტები ათენის ქუჩაში შეიკრიბნენ, თან მიკროფონები, კამერები და განათება მიიტანეს. ქუჩაში 500-ზე მეტი ადგილობრივი შეიკრიბა, რათა ჟურნალისტებისთვის მხარი დაეჭირათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელეარხის მთლიანი შტატი - 2 700 თანამშრომელი 5 თვის წინ დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა საყვარელ საქმეზე უარი არ თქვეს - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩვეულ რიტმში მუშაობდნენ და
ტელევიზიის შენობიდან ინტერნეტით აწვდიდნენ საზოგადოებას ინფორმაციას.