loader

იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით. ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერი უკრაინელებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

"არ დანებდეთ, გააგრძელეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. თუ 29 ნოემბერს იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, მოსპეთ მისი ხელისუფლება მისსავე კორუფციულ მეტასტაზებთან ერთად", - ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანა წნეხის ქვეშაა, რის შედეგადაც შეჩერდება წარმოებები და მილიონობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება.

უკრაინაში კვირას, "ევრომაიდანზე" გამართული საპროტესტო აქცია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის მიზნით, "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქცია იყო.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე