loader

სიყვარულის დედაქალაქში მეძავთან სექსის გამო კლიენტებს 1500 ევროთი დააჯარიმებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიყვარულის დედაქალაქში მეძავთან სექსის გამო კლიენტებს 1500 ევროთი დააჯარიმებენ

სიყვარულის დედაქალაქში მეძავთან სექსის გამო კლიენტებს 1500 ევროთი დააჯარიმებენ. საფრანგეთის ხელისუფლება დილემის წინაშე დგას: საერთოდ აკრძალონ პროსტიტუცია თუ მიწისქვეშეთიდან გამოიყვანონ და ლეგალური გახადონ.

ამჟამად ქვეყნის პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც დაისჯებიან არა თავად სექს მუშაკები, არამედ მათი კლიენტები. პირველი დარღვევეისთვის ჯარიმა 1500 ევრო იქნება, განმეორებისთვის კი ორჯერ მეტი.

თუმცა, ამ კანონპროექტს მრავლად ჰყავს კრიტიკოსები. ისინი თვლიან, რომ ამ შემთხვევაში პროსტიტუცია უფრო ღრმა მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს, კრიმინალური ბიზნესის მასშტაბები კი გაიზრდება. კანონპროექტის განხილვა მეძავებისა და მათი კლიენტების მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.