loader

"მე შენზე ვილოცებ" - დედის ამაღელვებელი სიტყვა შვილის მკვლელისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე შენზე ვილოცებ" - დედის ამაღელვებელი სიტყვა შვილის მკვლელისადმი

ბრაზილიაში  მოკლული ბიჭის დედა პირისპირ შეხვდა შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, რათა მისთვის ეთქვა, რომ აპატია დანაშაული და მისთვის ილოცებდა.

"შემომხედე... მე შენ შეგინდე იესოს სახელით. მე ქრისტიანი ვარ, გპატიობ და განვაგრძობ შენზე ლოცვას, ელისონ. არასდროს მოგინახულებ ციხეში, მაგრამ შენზე ვილოცებ. ერთ დღესაც შენ იპოვი იმ ღმერთს, რომელსაც მე ვემსახურები და შენც დაიწყებ მის მსახურებას. არ მძულხარ, ელისონ. როდესაც მითხრეს, რომ შენ ჩემი შვილი მოკალი, არ დავიჯერე და ლოცვა დავიწყე. მე ვწუხვარ შენ გამო, ვინაიდან შენ ადამიანი მოკალი... შემომხედე... უნდა შეგხედო, ვინაიდან შენ ჩემი შვილი მოკალი და მე ვერ შევძელი მისი ნახვა უკანასკნელად. შენ იცი, რომ ჩემი დანიელი არ იყო ცუდი ბიჭი. შენ იცი, როგორი კარგი ადამიანი იყო, შრომისმოყვარე... მე განვაგრძობ შენზე ლოცვას. ღმერთო, გთხოვ იყავი ელისონთან, სადაც არ უნდა წავიდეს ის... არ მიატოვო, ღმერთო. გთხოვ, შეეხე მის სულს, ისე, როგორც ჩემსას შეეხე. ღმერთო, ანუგეშე მისი დედა, ვინაიდან ის ისე იტანჯება, როგორც მე... მე მადლობას გიხდი ღმერთო. ამინ!"