loader

"სექსიც სამსახურია" - ფრანგი მეძავები პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონს აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სექსიც სამსახურია" - ფრანგი მეძავები პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონს აპროტესტებენ

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 4 დეკემბერს 268 ხმით მიიღო პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომელიც მეძავების მომსახურებით სარგებლობისთვის 1.500 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში, მეძავების კლიენტები დაჯარიმდებიან 3.750 ევროს ოდენობის ჯარიმით, - იუწყება ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

პარიზის ქუჩებში პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონის გასაპროტესტებლად ათეულობით მეძავი შეიკრიბა. ისინი კანონის მიღებას სექს-მაფიას უკავშირებენ და დასაქმებულებისთვის თანაბარ უფლებებს მოითხოვენ. "სექს-სამუშაოც სამსახურია" - ასეთი შინაარსის შეძახილებით და ტრანსფარანტებით გააპროტესტეს პროსტიტუტებმა კანონი.