loader

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

95 წლის ასაკში გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა. უკანასკნელ თვეში მანდელას მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი საავადმყოფოში ივნისის დასაწყისში ფილტვში ინფექციის მოხვედრის გამო დააწვინეს.

მანდელა ისტორიაში ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 1994-99 წლებში ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდობაში იგი აქტიურად იბრძოდა აპარტეიდული რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. 1993 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, "ერის მამად" აღიარებულ ნელსონ მანდელას ხელისუფლება უკანასკნელ გზაზე დიდი პატივით გააცილებს.