loader

პრემიერ-მინისტრს მანდელას დაკრძალვაზე წასვლა არ სურს - სკანდალი ჩეხეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრს მანდელას დაკრძალვაზე წასვლა არ სურს - სკანდალი ჩეხეთში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირჟი რუსნოკი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვია. სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში შემთხვევით ჩეხეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის არაოფიციალური საუბარი გაუშვა. მათ ვერ შენიშნეს, რომ მიკრაფონი ჩართული იყო და შედეგად მთელმა ჩეხეთის რესპუბლიკამ გაიგო, თუ როგორ ეზარება რუსნოკს მანდელას დაკრძალვაზე წასვლა.

"იმედი მაქვს, მანდელას დაკრძალვაზე პრეზიდენტი წავა. იმის გაფიქრებაც კი მაღიზიანებს, რომ მე მომიწევს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება", - განაცხადა რუსნოკმა თავდაცვის მინისტრთან საუბრისას.

ამის გამო პრემიერს საჯარო განცხადების გაკეთება და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.