loader

იანუკოვიჩი თანახმაა მაიდანზე დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იანუკოვიჩი თანახმაა მაიდანზე დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლოს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მაიდანზე აქციების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას დათანხმდა. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტებთან: ლეონიდ კრავჩუკთან, ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრაზე იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მაიდანზე არაკანონზომიერი ძალა იყო გამოყენებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ევრომაიდანის აქციების 11 აქტივისტია დაკავებული, რომელთაგან თითოეულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იხილეთ ასევე: იანუკოვიჩი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტებს შეხვდა