loader

ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ პუტინს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, იანუკოვიჩს, ბორისპოლის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე აქციის მონაწილეები პიკეტის მოსაწყობად ელოდნენ, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი აეროპორტამდე ვერტმფრენით მივიდა.
იანუკოვიჩი მოსკოვში რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა. სხდომის თავმჯდომარეები რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები – ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი იქნებიან.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში არ იგეგმება ხელმოწერა უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების ან რაიმე სახის თანამშრომლობის შესახებ. თუმცა, უკრაინის ოპოზიცია შიშობს, რომ იანუკოვიჩი ხელს მოაწერს საბაჟო კავშირთან შესაბამის დოკუმენტებს და ამასთან დაკავშირებით მაიდანზე სახალხო აქციის გამართვას გეგმავს.