loader

5 წუთში ჩატეული შთამბეჭდავი მოგზაურობა ამერიკის 32 შტატში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 წუთში ჩატეული შთამბეჭდავი მოგზაურობა ამერიკის 32 შტატში

ამერიკელმა ფოტოგრაფმა შეინ ბლექმა 2013 წლის ზაფხულში ორ მეგობართან ერთად ამერიკის 32 შტატი შემოიარა. მოხეტიალე სამეულმა 2 თვის მანძილზე თითქმის 21 ათასი კილომეტრი გაიარა. ამ დაუვიწყარი მოგზაურობის კადრები შეინმა ფირზე აღბეჭდა. 5-წუთიანი ვიდეო 10 ათასი ფოტოთია აწყობილი და აშშ-ის შტატების ულამაზეს ბუნებას წარმოგიდგენთ.

"მე და ჩემმა ორმა მეგობარმა დავტოვეთ ყველაფერი: კომფორტული სახლი, სტაბილური სამსახური, ახლობლები და ორთვიან მოგზაურობაში გავემგზავრეთ. ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა, რადგან მოგზაურობა გვიხმობდა" - ამბობს შეინი.