loader

ტაქსის მძღოლმა მანქანაში ნაპოვნი 300 000 დოლარი პატრონს დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსის მძღოლმა მანქანაში ნაპოვნი 300 000 დოლარი პატრონს დაუბრუნა

ლას-ვეგასელმა ტაქსის მძღოლმა საკუთარ მანქანაში 300 000 დოლარი იპოვა, რომელიც, როგორც გაირკვა, მის ერთ-ერთ კლიეტს დარჩა. "დიდი კუშის" აღმოჩენის შემდეგ ჟერარდო გამბოამ არ სცადა ფულის მითვისება. მან თანხის პოვნის შემდეგ მაშინვე პოლიციას დაურეკა და საკუთარი აღმოჩენის შესახებ განაცხადა.

კომპანიამ "Yellow Checker Star", რომელშიც ტაქსის მძღოლი გამბოა მუშაობს, პატიოსნების გამო მას 1 000 დოლარის პრემია გამოუწერა, "წლის საუკეთესო მძღოლის" წოდება მიანიჭა და ლუქსის კლასის რესტორანში 2 კაციანი მოსაწვევი გადასცა. ხოლო მგზავრი, რომელსაც ფულადი თანხა ტაქსში დარჩა, გამბოას დაპირდა, რომ დიდ საჩუქარს გაუკეთებს.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით