loader

ვლადიმერ პუტინმა მრავალშვილიან ოჯახს საახალხლწო სურვილი აუსრულა და ჰასკი აჩუქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა მრავალშვილიან ოჯახს საახალხლწო სურვილი აუსრულა და ჰასკი აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრავალშვილიან ოჯახს ლეკვი აჩუქა. ხუთი შვილის დედამ ელენა ბარტიშევამ პრეზიდენტს წერილით მიმართა.

ცოტა ხნის წინ ოჯახს საყვარელი ძაღლი მოუკვდა. ბავშვები ამას ძალიან განიცდიდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ფილმი "ჰაჩიკო" ნახეს, მათ განაცხადეს, რომ ზუსტად ასეთი ძაღლი უნდოდათ. ოჯახს ასეთი შენაძენის საშუალება არ ჰქონდა, ვინაიდან აკიტა-ინუს ჯიშის ლეკვები 60 000 რუბლი (2500 ლარამდე) ღირს. ხოლო მაქსიმალურად მსგავსი ძაღლი ჰასკი კი ორჯერ უფრო ნაკლები, თუმცა, ოჯახს არც ჰასკის ყიდვის საშუალება ჰქონდა. ამიტომ სხვა გამოსავალი არ დარჩათ, პირადად პრეზიდენტისთვის თხოვნის გარდა.

"იდეა ინტერნეტიდან ავიღე. ჩემამდე ბევრს მიუწერია მისთვის და საჩუქრებიც მიუღია. რატომ ძაღლი? ეს ხომ ბედნიერებაა. განსაკუთრებით ჰასკი - ფუმფულა, მეგობრული, ბავშვები და სირბილი უყვარს. ჩვენ კი ხუთნი ვართ და ძალიან გავერთობით", - ამბობს ელენას შვილი ალექსანდრა.

წარმატების იმედს ისიც ამყარებდა, რომ თავად ვლადიმერ პუტინს ძალიან უყვარს ძაღლები. არხანგელსკის ოლქის გუბერნატორმა კრემლიდან დავალება მიიღო, რომ ბავშვებისთვის ჰასკი ეჩუქებინათ.