loader

2024 წლიდან მარსზე სამუდამოდ საცხოვრებლად ადამიანები გაემგზავრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2024 წლიდან მარსზე სამუდამოდ საცხოვრებლად ადამიანები გაემგზავრებიან

ამბიციური პროექტის განხორციელებას გეგმავს ჰოლანდიური კომპანია Mars One-ი, რომელიც წითელ პლანეტაზე საცხოვრებლად დედამიწიდან ადამიანების გაგზავნას აპირებს. მარსზე გამგზავრების მსურველები 2012 წელს, პროექტის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ და მალე მათმა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. რამდენიმე ეტაპის გავლის შედეგად, მათგან მხოლოდ 1058 აპლიკანტი დარჩა.

შერჩევის მეორე ეტაპზე გავიდნენ კანდიდატები მსოფლიოს 107 ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა ამერიკელია - აპლიკანტების 43 პროცენტი ამერიკის კონტინენტიდანაა. თითქმის თანაბრად ნაწილდებიან კანდიდატები ევროპიდან და აზიიდან. მარსზე გამგზავრების მსურველებს შორის 5 პროცენტი აფრიკელია. რაც შეეხება ასაკს, უმრავლესობა 26-55 წლისაა, აპლიკანტების 34 პროცენტი 25 წელზე ახალგაზრდაა, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც.

პროექტი ითვალისწინებს ადამიანების დასახლების შექმნას მარსზე. 2018 წლიდან წითელ პლანეტაზე რობოტებს გაგზავნიან, რომლებიც დასახლების მშენებლობას დაიწყებენ და საცხოვრებელ პირობებს მოუმზადებენ პლანეტის მომავალ ბინადრებს. 2024 წლიდან კი, ყოველ 2 წელიწადში, შერჩეული კანდიდატებიდან 4-4-კაციანი ჯგუფი გაიგზავნება მარსზე სამუდამოდ საცხოვრებლად.