loader

ჩინეთში "ყინულის ქალაქი" ააშენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში "ყინულის ქალაქი" ააშენეს

ჩინეთის ქალაქ ხარბინში ათიათასობით ტურისტი საოცარი სანახაობის დასათვალიერებლად ყოველწლიურად ჩადის. თოვლის ფესტივალის ფარგლებში წელს ხარბინში ნამდვილი "ყინულის ქალაქი" ააგეს.

პროექტის ორგანიზატორებმა 10 000 ადამიანი დაიქირავეს, რათა ყინულისგან სხვადასხვა სკულპტურა შეექმნათ. ყინულის კომპოზიციებს, საერთო ჯამში, 180 000 კვადრატული მეტრი ყინული და 150 000 კვადრატული მეტრი თოვლი დასჭირდა.