loader

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. მსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ. ზოგიერთ ქალაქში ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა.

დაბალია ტემპერატურა კანადაშიც. ყინვა იმდენად ძლიერია, რომ აშშ-ისა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. ხეობაში ძლიერი ნისლია. წყალი, ახლომდებარე პარკი და ხიდიც მთლიანად ყინულითაა დაფარული. რასაკვირველია, ძლიერმა ყინვამ ტურისტები და ადგილობრივები ვერ დააფრთხო და უამრავი ადამიანი შეიკრიბა ჩანჩქერის სიახლოვეს, რათა "დადუმებული" ნიაგარა ეხილათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე:
ყინულის ბურთები მიჩიგანის ტბაში