loader

ავსტრალიაში სიცხის გამო 100 ათასი ღამურა დაიხოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიაში სიცხის გამო 100 ათასი ღამურა დაიხოცა

ავსტრალიაში ბოლო დღეების განმავლობაში აუტანელი სიცხის გამო უამრავი ღამურა დაიხოცა, მათი უმეტესობა ფრენის დროს და მიწაზე უკვე მკვდარი ვარდება. იანვრის დასაწყისში ქუინსლენდის შტატში ტემპერატურა 43 გრადუსს აჭარბებდა. ამის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში შტატში 25 კოლონია - საერთო ჯამში, თითქმის 100 ათასი ღამურა გაწყდა.

ჩამოცვენილი ღამურებისგან მიყენებული ჭრილობების გამო სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 16-მა ადამიანმა მიმართა. ქუინსლენდის ხელისუფლება მცხოვრებლებს ურჩევს, ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით ცხოველებთან კონტაქტს მოერიდონ. რეგიონის მსხვილ ქალაქებში ღამურების გვამებისგან ქუჩების გასაწმენდად მენაგვეების დამატებითი ბრიგადები მუშაობენ.