loader

უკრაინის ყოფილი შს მინისტრი სპეცრაზმმა სასტიკად სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის ყოფილი შს მინისტრი სპეცრაზმმა სასტიკად სცემა

წუხელ გვიან ღამით "ბერკუტსა" და კიევის სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. მათ შორის ერთ-ერთი ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცონკოა, რომელიც სასტიკად ნაცემი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყოფილ მინისტრს, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კიევის სასამართლოსთან 10 იანვრის ღამეს შეკრებილები ე.წ. "ვასილკოვსკოს საქმეზე" გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს - საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს, ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 22 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშორმლებმა დაკავებულებს ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში.