loader

თანამშრომლის ოპერაციის ხარჯების დასაფარად ბიზნესმენმა საკუთარი რესტორანი გაყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თანამშრომლის ოპერაციის ხარჯების დასაფარად ბიზნესმენმა საკუთარი რესტორანი გაყიდა

აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, მაიკლ დე ბეიერმა საკუთარი რესტორანი გაყიდა და ფული მთლიანად 19 წლის ბრიტანი მატისის ანგარიშზე გადარიცხა.

ბრიტანი მის რესტორანში მუშაობს - ექიმებმა გოგონას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მის ოჯახს ფული არ აქვს და სასწრაფო ოპერაციისთვის თანხას ვერ აგროვებენ.

როდესაც ბიზნესმენმა თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, იმისთვის, რომ თანხა სწრაფად შეეგროვებინა, რესტორანი გაყიდა. რესტორანს მაიკლი 17 წელი ფლობდა და მისთვის შემოსავლის საუკეთესო წყარო იყო. მაიკლის კეთილი საქმის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ბრიტანის დედამ და დამ მიაწოდეს.

"არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა მადლობა მას და მის ოჯახს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ასეთ სიკეთეს ჩემთვის ვინმე გააკეთებდა", - ამბობს ბრიტანი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე