loader

არიელ შარონთან გამოსათხოვარი ცერემონია იერუსალიმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არიელ შარონთან გამოსათხოვარი ცერემონია იერუსალიმში

იერუსალიმში, ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან გამოსათხოვარი სახელმწიფო ცერემონია დაიწყო. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო გენერალი, რომელიც ისრაელს ჰყავდა", - განაცხადა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიას, რომელიც ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის წინ მდებარე მოედანზე იმართება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 20 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. ამასთან, "ბიბისი"-ს ინფორმაციით, შარონის დაკრძალვის ცერემონიაზე არ იმყოფებიან არაბული სამყაროს, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, შარონის ცხედარს სამხედრო კოლონა მოგვიანებით იერუსალიმის დასავლეთით, ლატრუნაში გადაასვენებს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1948 წელს ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ომში დაიჭრა.

არიელ შარონს დღეს, შუადღით ნიგევის უდაბნოში, საკუთარ მამულში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი 85 წლის ასაკში შაბათს გარდაიცვალა. 2006 წლიდან იგი კომაში იმყოფებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.