loader

ყოფილ პორნოვარსკვლავს უზარმაზარი მკერდის გამო სიკვდილი ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილ პორნოვარსკვლავს უზარმაზარი მკერდის გამო სიკვდილი ემუქრება

ყოფილ პორნოვარსკვლავს უზარმაზარი მკერდის გამო სიკვდილი ემუქრება. ელიზაბეტ სტარმა პოლიპროპილენის მკერდის იმპლანტები 15 წლის წინ ჩაიდგა. მსახიობი ფიქრობდა, რომ ეს მის კარიერას შეუწყობდა ხელს. თუმცა, შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

ელიზაბეტს მკერდი უზომოდ გაეზარდა, რამაც სისხლის შედედება გამოიწვია.გარდა ამისა, დიდია იმის საფრთხე, რომ ელიზაბეტს ინფექცია შეეჭრას და მისი სიცოცხლე იმსხვერპლოს. ექიმებმა მას მასტექტომია ანუ ორივე ძუძუს მოკვეთა შესთავაზეს, მაგრამ 63 ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პლასტიკური პროცედურის მსხვერპლმა კიდევ ერთ ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა.

ამჟამად პოლიპროპილენის ანუ სტრინგის იმპლანტების ჩადგმა კანონით არის აკრძალული, რადგან ხშირად მოულოდნელი და არასასურველი შედეგებით მთავრდება, როგორც ელიზაბეტის შემთხვევაში. ახლა სტარი ორი შვილის დედაა და მოზრდილების გამრთობის კარიერა უკვე მიატოვა, მაგრამ მისი სიცოცხლე პლასტიკური ქირურგიის ექსპერიმენტის გამო ყოველ წუთს საფრთხეშია.