loader

ფრანსუა ოლანდი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანსუა ოლანდი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს

პირადი ცხოვრების პრობლემები პირადად უნდა მოგვარდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მისი პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას, თუმცა პრობლემებს თავადვე მოაგვარებს და არავის მისცემს მასში ჩარევის უფლებას. ამასთან, ფრანსუა ოლანდმა პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ 11 თებერვლამდე, აშშ-ში მის ოფიციალურ ვიზიტამდე, ნათელს მოჰფენს საკითხს, დარჩება თუ არა ვალერი ტრიერვეილერი საფრანგეთის პირველ ლედად.

ოლანდის მეუღლე ვალერი ტრიერვეილერი ამ დრომდე რჩება კლინიკაში, სადაც გასულ კვირას მოხვდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტისა და ფრანგი მსახიობის, ჟული გაის რომანის შესახებ შეიტყო. ფრანსუა ოლანდი და ვალერი ტრიერვეილერი სამოქალაქო ქორწინებაში 2007 წლიდან იმყოფებიან.

იხილეთ: უღალატეს თუ არა პირველ ლედის? - პრეზიდენტის მეუღლე საავადმყოფოშია