loader

ბარაკ ობამა სადაზვერვო სააგენტოებს მონაცემების შეგროვებაზე შეზღუდვებს უწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამა სადაზვერვო სააგენტოებს მონაცემების შეგროვებაზე შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განკარგულების თანახმად, ამიერიდან აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მოქალაქეების მონაცემების შეგროვებას შეზღუდულად მოახდენენ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის დაზვერვის სამსახური მოქალაქეების ელექტრონულ მონაცემებს მხოლოდ ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოიყენებს.

"რეფორმებმა, რომელსაც მე გთავაზობთ, ამერიკელ ხალხს ნდობა უნდა ჩაუსახოს, რომ მათი უფლებები დაცული იქნება. ამავდროულად, სადაზვერვო სააგენტოებსა და სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეუნარჩუნდეთ ის ინსტრუმენტები, რომელიც მათ უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ", - განაცხადა ობამამ ვაშინგტონში, იუსტიციის დეპარტამენტში გამოსვლისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იკრძალება სხვა მოკავშირე-სახელმწიფოების ლიდერების სატელეფონო საუბრების მოსმენები. მისივე თქმით, ის კონგრესს თხოვნით მიმართავს, რათა კონგრესმა საკანონმდებლო შეზღუდვები შეიმუშაოს მსგავსი ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვის შესახებ.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით