loader

ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, სადაც უკრაინელი ძალოვნები შიშველ მამაკაცს დასცინიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, სადაც უკრაინელი ძალოვნები შიშველ მამაკაცს დასცინიან

ინტერნეტში გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ამცირებენ უკრაინის შსს-ს ფორმაში გამოწყობილი მებრძოლები ევრომაიდანის აქტივისტს, მიხაილ გავრილიუკს. მოგვიანებით დაზარალებულმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ 22 იანვარს ის ცდილობდა, დაჭრილებს დახმარებოდა. მას ხელყუმბარა ესროლეს, რის შემდეგაც ძალოვნების ხელში ჩავარდა: "დამიჭირეს, ძირს დამაგდეს და ცემა დამიწყეს. ფეხებს თავზე მადებდნენ და ფოტოებს მიღებდნენ." მან ასევე განაცხადა, რომ მილიციელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობდნენ ამ დამცირების შეჩერებას, მაგრამ უმრავლესობა არ თანხმდებოდა. "როდესაც მობეზრდათ, მანქანაში შემათრიეს და განყოფილებაში წამიყვანეს. განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წამომიყვანა". გავრილიუკმა ასევე აღნიშნა, რომ იგი კაზაკია და კაზაკები მისთვის შურს იძიებენ.

წყარო

იხილეთ ასევე: ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც შიშველ მამაკაცს "ბერკუტის" ფორმიანი ადამიანები ამცირებენ (+18)