loader

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

"კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, აზაროვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებისას ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.