loader

ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა. ნიკოლაი აზაროვმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა”, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

"კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.