loader

პითონის პიცა - ახალი ამერიკული დელიკატესი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პითონის პიცა - ახალი ამერიკული დელიკატესი

აშშ-ში, ფლორიდას შტატის კვების ობიექტები სულ უფრო ხშირად იყენებენ წარმოებაში ბაყაყისა და ნიანგის ხორცს. ეგზოტიკურ მენიუს ამიერიდან კიდევ ერთი დელიკატესი - პითონის პიცა შეემატება.

"გემრიელია, თუმცა ხორცს ხანგრძლივად ღეჭვა სჭირდება" - ამბობს პიცერიის ერთ-ერთი კლიენტი და დასძენს, რომ პითონის ხორცი ცოტათი ქათამს წააგავს. შეფ-მზარეული პიცის მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეწარმავლის ხორცს მარინადში დებს. მისი თქმით, პითონის მოვარდისფრო ხორცი მზად მაშინაა, როცა თეთრ ფერს მიიღებს.

მიუხედავად პიცის საკმაოდ მაღალი ფასისა (45 დოლარი), პითონის დელიკატესის დაგემოვნებაზე ფლორიდელები უარს არ ამბობენ.