loader

თინა კანდელაკი დაკავებულ უკრაინელ აქტივისტს გამოექომაგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა კანდელაკი დაკავებულ უკრაინელ აქტივისტს გამოექომაგა

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ახალგაზრდა მამაკაცს გამოექომაგა, რომელიც უკრაინის ქალაქ ჩერკასში მასიური არეულობის დროს დააკავეს. კანდელაკი დარწმუნებულია, რომ სტუდენტი იმ არეულობაში შემთხვევით მოხვდა.

ვლადისლავ კოლომიეცი ბავშვობიდან მეორე ჯგუფის ინვალიდია, მეცნიერებათა აკადემიის სტუდენტ-სტიპენდიანტი და გადაცემა "ყველაზე ჭკვიანის" მონაწილე. წამყვანს ახალგაზრდა მამაკაცი თავისი ერუდირებულობით და გეოგრაფიის კარგი ცოდნით დაამახსოვრდა.

ვლადისლავი, რომელიც ჩერკასში არეულობის დროს დააკავეს, ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. კანდელაკი იმედოვნებს, რომ მილიცია ახალგაზრდას ბრალდებას არ წაუყენებს. "სავსებით ცხადია, რომ ის შემთხვევით მოხვდა იქ. სტუდენტები, როგორც წესი, საზარბაზნე ხორცივით არიან. ზოგი აქტიურად მონაწილეობს, ხოლო ზოგი შემთხვევით ხვდება იქ", - აცხადებს კანდელაკი.