loader

გაერო ვატიკანს პედოფილი მღვდლების მფარველობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაერო ვატიკანს პედოფილი მღვდლების მფარველობაში ადანაშაულებს

გაერო ვატიკანს პედოფილი მღვდლების მფარველობაში ადანაშაულებს. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა ვატიკანს ბავშვებზე მოძალადე ღვთისმსახურების ეკლესიიდან დაუყოვნებლივ ჩამოშორება და მათი მართლმსაჯულების ხელში გადაცემა მოსთხოვა. ეს კომიტეტის რეკომენდაციაშია ნათქვამი, რომელიც წმინდა ეპარქიის ანგარიშის განხილვას მოჰყვა.

"კომისიის ძირითადი დასკვნა ისაა, რომ წმინდა ეპარქიამ ისეთი პოლიტიკა და პრაქტიკა აირჩია, რომელსაც შედეგად დამნაშავეების მიერ ძალადობის გაგრძელება მოჰყვა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კირსტენ სანდბერგმა. კომიტეტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ვატიკანს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის აღსაკვეთად აუცილებელი ზომები არ მიუღია - სკანდალში გახვეული პედოფილი მღვდლები უბრალოდ სხვა სამრევლოებში გადაჰყავდათ.

2011 წელს პედოფილი მღვდლების გარშემო ამტყდარ სკანდალში რომის კათოლიკური ეკლესიის იერარქებიც აღმოჩდნენ გახვეული. მათ თავიანთი ხელქვეითების დანაშაულების დაფარვაში და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების მიჩქმალვაში სდებდნენ ბრალს.