loader

"რუსეთი - ეს მე ვარ!" - რამზან კადიროვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთი - ეს მე ვარ!" - რამზან კადიროვი

Комсомольская правда-ს კორესპონდენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურთან, რამზან კადიროვთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს ერთ-ერთი პასაჟი სოჭის ოლიმპიადას შეეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ელის კადიროვი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისგან. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, სოჭში 400 ჩეჩენი გულშემატკივარი მიემგზავრება, თუმცა მას დრო არ აქვს, ტრიბუნებიდან უგულშემატკივროს "თავისი ქვეყნის" სპორტსმენებს.

"სოჭში არ მივდივარ, დავჯდები დივანზე, ტელევიზორთან და ვუგულშემატკივრებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა კადიროვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას მოიმოქმედებს, თუ მსაჯები რუსი სპორტსმენების მიმართ უსამართლოები იქნებიან, კადიროვმა უპასუხა: "წამოვდგები დივნიდან, ტელევიზორთან ახლოს მივალ და ვიტყვი: "ბატონო მსაჯებო! ალაჰის გეშინოდეთ, თუ ჩვენს სპორტსმენებს გააბრაზებთ".

ცნობილია, რომ "ურჩი" მსაჯების მიმართ კადიროვს მძაფრი დამოკიდებულება აქვს. რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის გუნდის, "ტერეკის" მცველის გაძევებამ ისე აღაშფოთა კადიროვი, რომ მან ყველას გასაგონად არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა: "გამყიდველო მსაჯო... ვირიშვილი ხარ!"

იხილეთ:

"მსაჯო... ვირიშვილი ხარ!" - კადიროვმა არბიტრი გალანძღა

რამზან კადიროვი ურჩ მინისტრებს რინგზე "სჯის"