loader

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ერთი კვირა აბორიგენების ტომთან იცხოვრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ერთი კვირა აბორიგენების ტომთან იცხოვრებს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი ერთი კვირის განმავლობაში აბორიგენების კომპანიაში იცხოვრებს. სახელმწიფოს მეთაურმა კონტინენტის ძირძველი მოსახლეობისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ამ გზით გადაწყვიტა. ებოტმა საკუთარი გეგმიეს შესახებ ავსტრალიელებს პარლამენტში ტრადიციული მიმართვისას გაუმხილა. პრობლემა კი მართლაც სერიოზულია, რადგან ავსტრალიაში ახლაც კი ძალიან განსხვავდება აბორიგენებისა და თეთრკანიანი მოსახლეობის ცხოვრების დონე.

"უკვე 226 წელია, აბორიგენების ცხოვრებისადმი ჩვენი ინტერესი, საუკეთესო შემთხვევაში, ზედაპირული იყო. ბოლოსდაბოლოს, რატომ არ უნდა დაუთმოს მათ პრემიერ-მინისტრმა სულ რაღაც შვიდი დღე?" - რიტორიკულად იკითხა ებოტმა პარლამენტის ტრიბუნიდან და პარლამენტარების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.