loader

ლაზარეთად ქცეული სასტუმრო "უკრაინა" - ექიმები და მღვდლები დაჭრილებს ეხმარებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაზარეთად ქცეული სასტუმრო "უკრაინა" - ექიმები და მღვდლები დაჭრილებს ეხმარებიან

კიევის ცენტრში შეტაკებების დროს დაჭრილი მომიტინგეები დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს, კრეშატნიკის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "უკრაინას" აფარებენ თავს, სადაც სახელდახელოდ მოაწყვეს ლაზარეთი. მოხალისე ექიმები დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევენ. მათთან ერთად სასტუმროს ვესტიბიულში მღვდლებიც იმყოფებიან, რომლებიც დაზარალებულებისთვის ლოცვებს კითხულობენ.

სასტუმრო "უკრაინაში" გადააქვთ გარდაცვლილთა ცხედრებიც. მაიდანის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ოლგა ბოგომოლეცის განცხადებით, სასტუმროში ამ დროისთვის 30 ცხედარია. მისივე თქმით, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 351 მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ:

"ბერკუტის" არაადამიანური სისასტიკის ამსახველი კადრები

უმძიმესი კადრები კიევიდან - მაიდანზე უამრავი ცხედარია (+18)

მორიგი მსხვერპლი უკრაინაში: ხმელნიცკის ოლქში მომიტინგეები ჩაცხრილეს