loader

იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება

უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლევა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულს ხმა 310 დეპუტატმა მისცა.

უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას რუსეთთან გაზის თაობაზე ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.