loader

იანუკოვიჩმა "მეჟიგორიეს" რეზიდენცია დაცალა - კადრები პრეზიდენტის მდიდრული სასახლიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იანუკოვიჩმა "მეჟიგორიეს" რეზიდენცია დაცალა - კადრები პრეზიდენტის მდიდრული სასახლიდან

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს" რეზიდენცია ცარიელია და ტერიტორიაზე ჟურნალისტებს უშვებენ. ინფორმაციას სააგენტო Unian-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვამ წინააღმდეგობის გარეშე შეუშვა რეზიდენციის ტერიტორიაზე ტელეკომპანია "მე-5 არხის" გადამღები ჯგუფი.

"ტერიტორია აბსოლუტურად ცარიელია. დაცვა ამბობს, რომ დილით, როდესაც სამსახურში გამოცხადდნენ, რეზიდენციაში არავინ დახვედრიათ. ისინი კომენტარს არ აკეთებენ, ნახეს თუ არა პრეზიდენტი და იციან თუ არა მისი ადგილსამყოფელი და ამბობენ, რომ პოლიტიკაში ჩარევა არ უნდათ. თუმცა, მათი აზრით, პრეზიდენტი არ დაბრუნდება, რადგან მისი პირადი ნივთები რეზიდენციიდან გატანილია", - განაცხადა ტელეკომპანია "მე-5 არხის" ჟურნალისტმა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, "მეჟიგორიეს" რეზიდენციაში მაიდანის თავდაცვის წარმომადგენლები იკრიბებიან.
ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი წუხელ გვიან ღამით დატოვა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ხარკოვში ჩაფრინდა ერთ-ერთ სხდომაზე დასასწრებად.