loader

ჩვენ ვალდბულები ვართ, იანუკოვიჩი და მისი ხროვა მაიდანზე მოვიყვანოთ - იულია ტიმოშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ ვალდბულები ვართ, იანუკოვიჩი და მისი ხროვა მაიდანზე მოვიყვანოთ - იულია ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო კიევის მაიდანზე სიტყვით გამოვიდა და იქ შეკრებილებს მოუწოდა , არ დაშლილიყვნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. "თქვენ არ გაქვთ უფლება, სანამ ყველაფერი არ დასრულდება, წახვიდეთ მაიდნიდან. თქვენ გარანტია და ის ძალა ხართ, რომელიც არ მისცემს არავის უკან დახევის უფლებას", - განაცხადა ტიმოშენკომ მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას. ტიმოშენკომ დიქტატურისთვის ბოლოს მოღება და ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა, რომლებიც "ტყვიებს გულში ესროდნენ უკრაინელ გმირებს." "ჩვენ ვალდებულები ვართ, იანუკოვიჩი და მის გარშემო შეკრებილი ხროვა, მაიდანზე მოვიყვანოთ", - განაცხადა ტიმოშენკომ. მის გამოსვლას მაიდანზე მყოფი მომიტინგეები ოვაციით შეხვდნენ. მაიდანზე მისვლამდე ტიმოშენკო გრუშევსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მძაფრი შეტაკებები მიმდინარეობდა. მან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და განაცხადა, რომ წუხს, მძიმე დღეებში მათ გვერდით რომ არ იყო. იულია ტიმოშენკომ ხარკოვის #5 ციხის საავადმყოფო დღეს დატოვა. ის სპეცრეისით კიევში გადაფრინდა. ტიმოშენკოს გათავისუფლების გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ 22 თებერვალს მიიღო.