loader

წარმოუდგენელი ფუფუნება იანუკოვიჩის სასახლეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარმოუდგენელი ფუფუნება იანუკოვიჩის სასახლეში

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუზუსტებელია. მან რამდენიმე დღის წინ დატოვა კიევი, სადაც საკუთარ რეზიდენციაში მილიონებად შეფასებული ქონება დარჩა. უკრაინული მედიის წარმომადგენლებს ვიქტორ იანუკოვიჩის მდიდრული სასახლის დათვალიერების საშუალება მიეცათ.

საპრეზიდენტო რეზიდენციის - მეჟიგორიეს ერთ-ერთ სახლში, ჟურნალისტებს წარმოუდგენელი ფუფუნება დახვდათ. მდიდრული ინტერიერი, ძვირად ღირებული ავეჯი, ფაბერჟეს კვერცხები, მოოქროვილი  სასმისები და ფუფუნების სხვა ნივთები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ წარმოუდგენელი სიმდიდრისა, რომელიც ჟურნალისტებმა გადაიღეს. როგორც ცნობილია, ეს სახლი რეზიდენციის სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი.

ასევე იხილეთ: იანუკოვიჩის ვაჟის ექსკლუზიური ავტომობილები

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა ambebi.ge-ზე