loader

მწვავე სიტუაცია ყირიმში: ადგილობრივმა თათრებმა რადას მისასვლელები დაიკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მწვავე სიტუაცია ყირიმში: ადგილობრივმა თათრებმა რადას მისასვლელები დაიკავეს

ყირიმელმა თათრებმა ყირიმის რადას მისასვლელები დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 10 ათასამდე ადამიანმა ყირიმის პარლამენტის ყველა მისასვლელი დაიკავა. ისინი ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შენარჩუნებას ითხოვენ.

ყირიმელი თათრების აქციის პარალელურად, რუსი "ნაციონალისტების" აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ასობით დემონსტრანტი მონაწილეობს. ისინი ყირიმის რუსეთთან მიერთებას ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ორი პარალელური აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, თუმცა მილიციამ დაპირისპირებული მხარეების განცალკევება მოახერხა.