loader

შეიარაღებულმა პირებმა სიმფეროპოლის აეროპორტის ტერიტორია დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებულმა პირებმა სიმფეროპოლის აეროპორტის ტერიტორია დატოვეს

შეიარაღებულმა პირებმა სიმფეროპოლის აეროპორტის ტერიტორია დატოვეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შეიარაღებული პირები აეროპორტის აღებას აპირებდნენ.

როგორც აეროპორტის წარმომადგენლები აცხადებენ, წუხელ ტერიტორიაზე 50-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებსაც ხელში რუსული დროშები ეჭირათ.

მათ სცადეს აეროპორტის აღება, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქ "უკრაინული დესანტი" უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, როდესაც ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, შეიარაღებულმა პირებმა ბოდიში მოიხადეს და აეროპორტის შენობა დატოვეს.