loader

"დიდი რვიანის" სამიტისთვის მზადება შვიდმა ქვეყანამ შეაჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი რვიანის" სამიტისთვის მზადება შვიდმა ქვეყანამ შეაჩერა

"დიდი რვიანის" სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა შვიდმა ქვეყანამ შეაჩერა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ასევე, ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაგმეს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც "თეთრი სახლის" ვებგვერდზე გავრცელდა.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერების აზრით, რუსეთმა დაარღვია ის პრინციპები, რომლებითაც "დიდი რვიანი" მუშაობს. აქედან გამომდინარე, შვიდი ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ "დიდი რვიანის" სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც სოჭში, ივნისის თვეში იყო დაგეგმილი. ეს პაუზა კი გაგრძელდება მანამ, სანამ ვითარება არ დარეგულირდება.