loader

"უკრაინის მოვლენებს ერთადერთი შეფასება აქვს: ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა" - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკრაინის მოვლენებს ერთადერთი შეფასება აქვს: ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა" - ვლადიმერ პუტინი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ერთადერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს – ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამაზე არავინ დავობს, მაგრამ რატომ გაკეთდა ეს? 21 თებერვალს იანუკოვიჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შუამდგომლობით, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაეთანხმა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას - პარლამენტისა და პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს, 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას. ის დათანხმდა, არ გამოეყენებინა ძალა, მაგრამ როგორც კი იანუკოვიჩი ხარკოვში გაემართა, მისი რეზიდენცია დაიკავეს. მას არანაირი შანსი არ ჰქონდა ხელახლა არჩევის. ამაზე ყველა თანხმდება, ყველა ჩემი კოლეგა. რა საჭირო იყო ქვეყანაში იმ ქაოსის შექმნა, რომელშიც ის ახლაა? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. საკუთარი ძალის ჩვენება უნდოდათ - ჩემი აზრით, ეს სულელური ქმედებაა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.