loader

ყირიმის რადამ ავტონომიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის დადგენილებას მხარი დაუჭირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყირიმის რადამ ავტონომიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის დადგენილებას მხარი დაუჭირა

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა რადამ ავტონომიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე დადგენილებას მხარი დაუჭირა. ამასთან, ყირიმის უმაღლესი რადას მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ ყირიმი რუსეთს სუბიექტის სახით შეუერთდეს.

"რადამ დაადგინა - შეუერთდეს რუსეთის ფედერაციას რუსეთის სუბიექტის სახით; 2014 წლის 16 მარტს დაინიშნოს საყოველთაო რეფერენდუმი, რომელზეც გამოტანილი იქნება შემდეგი ალტერნატიული საკითხები: 1) მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შეერთებას რუსეთის სუბიექტის ფარგლებში და 2) მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენას და ყირიმის, როგორც უკრაინის შემადგენელი ნაწილის, სტატუსს", - ნათქვამია ყირიმის უმაღლესი რადას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.