loader

ტყუპი დები, რომლებიც ყველაფერს იყოფენ: საწოლს, სამსახურს... შეყვარებულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყუპი დები, რომლებიც ყველაფერს იყოფენ: საწოლს, სამსახურს... შეყვარებულს

ტყუპი დები ანა და ლუსი დეჩინკები 1 წუთის ინტერვალით დაიბადნენ, ახლა კი ყველაფერს იზიარებენ ცხოვრებაში: სამსახურს, ფეისბუკის გვერდს და შეყვარებულსაც კი. თუმცა, ასეთი სიახლოვე 28 წლის ავსტრალიელი ტყუპი დებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - მათ 240 000 დოლარი დახარჯეს მკერდის და ტუჩების კორექციისთვის, ასევე წარბების მოსახატად, რათა კიდევ უფრო მეტად დამსგავსებოდნენ ერთმანეთს. ამჟამად გოგონები დედასთან ერთად ცხოვრობენ და ერთ საწოლში წვანან. რაც ყველაზე უცნაურია, ანა და ლუსი შეყვარებულსაც კი იყოფენ. ისინი ელექტრიკოს ბენ ბარნსს ხვდებიან. "ჩვენ ერთ ბიჭს ვხვდებით და სამივენი ერთ საწოლში ვწევართ", - აცხადებენ ტყუპები.