loader

ათონელმა ბერებმა პუტინი და პატრიარქი კირილი ანათემას გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათონელმა ბერებმა პუტინი და პატრიარქი კირილი ანათემას გადასცეს

რამდენიმე უკრაინულ და რუსულ ბლოგზე ვრცელდება 28-წუთიანი ვიდეო სახელწოდებით: "ათონელმა ბერებმა ვლადიმერ პუტინი, კირილ გუნდიაევი და რუსული ეკლესიის მსახურები ანათემაზე გადასცეს".

ვიდეოში მღვდელმსახური სპეციალური ლოცვის წაკითხვამდე მრევლს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და მას უამრავი მტერი ჰყავს. "ყველა ეს ადამიანი დამსახურებულად მიიღებს თავისი საქმეების გამო" - ამბობს მღვდელმსახური. იგი რუსული საპატრიარქოს ცოდვებზეც საუბრობს, პუტინსა და მის გარემოცვას კი "დამნაშავეთა დაჯგუფებას" უწოდებს და ანათემაზე გადასაცემთა რიცხვში სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქ კირილს, რუსული ეკლესიის მღვდელმსახურებსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოიხსენიებს.

"ამ ადამიანებს სამუდამო ტანჯვა ელით სააქაო ცხოვრებაში, რასაც იმსახურებენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ღალატისთვის და მილიონობით ქრისტიანისთვის ჯოჯოხეთის მოვლენისთვის" - ამბობს მღვდელმსახური.

ნახეთ ვიდეო georgianews.ge-ზე