loader

ავტომობილები ფანტასტიკის ზღვარზე - ჟენევის ავტოსალონის ვარსკვლავები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილები ფანტასტიკის ზღვარზე - ჟენევის ავტოსალონის ვარსკვლავები

"ფერარიმ" ჟენევაში ახალი მოდელი, California Т წარმოადგინა, რომელსაც 500 ცხენის ძალის ძრავა აქვს. სპეციალურად იტალიელი ავტომწარმოებლებისთვის, კალიფორნიელმა პროგრამისტებმა სისტემა CarPlay მოიფიქრეს. Apple-მა ინტერფეისი შესთავაზა, რომელიც ტყავით დაფარული საჭიდან ხელის აუღებლად ყველა აუცილებელი პროგრამის გამოყენების საშუალებას იძლევა.

"ინფინიტის" ახალ მოდელშიც მართვის რიტმს კომპიუტერი ადგენს.  პროგრამები მართვის ოპტიმალური მარშრუტის არჩევის საშუალებას იძლევა, წინასწარ ატყობინებს მძღოლს არსებული ბარიერებისა და ავტომაგისტრალზე არსებული სიტუაციის შესახებ.

თუ "ინფინიტის" მოდელს საჭეს საბორტო კომპიუტერი უცვლის, კონცერნ "ტოიოტას" ინჟინრებმა საჭეზე საერთოდ უარი თქვეს. ბევრმა იდეას რევოლუციური უწოდა, რადგან საჭის ჯოისტიკით ჩანაცვლება ჯერ კიდევ ეგზოტიკურად გამოიყურება.