loader

"რუსეთი და უკრაინა პუტინის გარეშე" - მრავალათასიანი "მშვიდობის მარში" მოსკოვში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთი და უკრაინა პუტინის გარეშე" - მრავალათასიანი "მშვიდობის მარში" მოსკოვში

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქცია - "მშვიდობის მარში" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებამა პუშკინის მოედნიდან ბულვარის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე ფართომასშტაბიანი მიტინგია დაგეგმილი. აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან 50 000 ადამიანზეა შეთანხმებული.

შეკრებილები უკრაინის მიმართა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ხელში უკრაინის და რუსეთის დროშები უჭირავთ. აქცია - ლოზუნგით "არა ომს", სანკტ-პეტერბურგში და რუსეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ამ ქალაქების მოსახლეობა მოსკოვის "მშვიდობის მარშს" უცხადებს სოლიდარობას.