loader

ბრიტანელ მამაკაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თავის ქალა გადაუნერგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელ მამაკაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თავის ქალა გადაუნერგეს

წელიწადნახევრის წინ უელსელი სტივენ პაუერი მოტოციკლით საშინელ ავარიაში მოჰყვა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი ტრავმები მიიღო. ეს უბედური შემთხვევა ათი წლის წინ რომ მომხდარიყო, სტივენს დიდი ხანი მოუწევდა დეფორმირებული სახით სიარული, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა უკვე არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანის ჩონჩხის ნაწილები სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით შეიქმნას.

უელსელმა ექიმებმა სტივენს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თავის ქალის ნაწილები გადაუნერგეს. ახლა სტივენის სახის ერთი ნახევარი ოდნავღა განსხვავდება მეორისგან. ექიმების თქმით, მალე პრინტერის საშუალებით შინაგანი ორგანოების შექმნაც გახდება შესაძლებელი და დონორის მომლოდინე უამრავი პაციენტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.